კარლ ვილჰელმ ფონ ანჰალტ-ცერბსტი (გერმ. Karl Wilhelm von Anhalt-Zerbst) — ანჰალტ-ცერბსტის მთავარი 1667—1718 წლებში, ასკანიების გვარის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
კარლ ვილჰელმი იყო მთავარ იოჰან VI-ისა და მისი მეუღლის, სოფია ავგუსტას, ჰერცოგ ფრიდრიხ III ფონ ჰოლშტაინ-ჰოტორპის ქალიშვილის მესამე შვილი. მამის გარდაცვალების დროს კარლ ვილჰელმი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, რის გამოც 1667—1674 წლებში მისი რეგენტი იყო დედამისი ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ VI-სთან და ანჰალტ-დესაუს მთავარ იოჰან გეორგ II-სთან ერთად.
კარლ ვილჰელმმა დააარსა ცერბსტის ციხესიმაგრე და ლუთერანული წმინდა სამების ეკლესია.
ოჯახი
1676 წლის 18 ივნისს, გალში, კარლ ვილჰელმი დაქორწინდა სოფია ფონ საქსენ-ვაისენფელსზე, ჰერცოგ ავგუსტის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ: