კარლ გუსტავ აკერმანი (გერმ. Karl Gustav Ackermann) (დ. 10 აპრილი, 1820 — გ. 1 მარტი, 1901)— გერმანელი პოლიტიკოსი, რაიხსტაგის დეპუტატი.
დაიბადა 1820 წლის 10 აპრილს. განათლება მიიღო ლეიპციგის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც 1847 წელს დრეზდენში დასახლდა, სადაც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 1853 წლიდან იყო დრეზდენის საქალაქო საბჭოს წევრი, 1854 წლიდან – ვიზე-პრეზიდენტი, მოგვიანებით კი პრეზიდენტი. 1878 წელს მიიღო საპატიო მოქალაქის წოდება. 1869 წლიდან, როგორც ელბის მარცხენა ნაპირზე დრეზდენის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი, იკავებდა ადგილს რაიხსტაგში გერმანულ-კონსერვატიული პარტიიდან. მუშაობდა სამეწარმეო კანონმდებლობასთან. 1881–1884 წლებში იყო რაიხსტაგის მეორე ვიცე-პრეზიდენტი.
გარდაიცვალა 1901 წლის 1 მარტს.
ლიტერატურა
- Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона – კარლ გუსტავ აკერმანი
- ↑ 1.0 1.1 http://digital.slub-dresden.de/id31456492Z/89
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 https://digital.slub-dresden.de/werkansicht/dlf/442/115#