კაპის ფლორისტული რეგიონი — ფლორისტული რეგიონი სამხრეთ აფრიკის უკიდურესი სამხრეთი ნაწილის სიახლოვეს. წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის ფლორისტული სამეფოს ერთადერთ ფლორისტულ რეგიონს და მოიცავს პროვინციას, რომელსაც კაპის ფლორისტულ პროვინციას უწოდებენ.
კაპის ფლორისტული რეგიონი უმცირესია მსოფლიოში სულ არსებული ექვსი ფლორის სამეფოდან და გამოირჩევა ენდემიზმის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, სულ გავრცელებულ მცენარეთა 9 000 სახეობიდან 69 % ენდემურია. ბიოლოგიურ ღირებულებასთან ერთად, განსაკუთრებით დიდია რეგიონის ეკონომიკური მნიშვნელობა — აქ საკმაოდ წარმატებითაა განვითარებული ეკოტურიზმი.
რეგიონი მოიცავს სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კაპის ხმელთაშუაზღვიური კლიმატის რეგიონს, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ კაპამდე. ესაა გარდამავალი ზონა ზამთრის ნალექიან რეგიონს (დასავლეთით) და ზაფხულის ნალექიან რეგიონს შორის (აღმოსავლეთით).
2004 წლიდან, კაპის ფლორისტული რეგიონი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში