კანო (ინგლ. Kano) — ქალაქი ნიგერიის ჩრდილოეთით, კანოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
მოსახლეობა — 3 848 885 ადამიანი[2]. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქი ლაგოსის შემდეგ.
მოსახლეობის უმრავლესობა მიეკუთვნება ჰაუსას ხალხს. 2010 წელს შტატში შარიათის შემოღების შემდეგ ბევრმა ქრისტიანმა დატოვა ქალაქი[3]. 2012 წლის 21 იანვარს ქალაქ კანოში განხორციელდა ტერაქტების სერია: მოტოროლერებზე მჯდომმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს დაახლოებით ოთხ საპოლიციო უბანზე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც დაიღუპა არანაკლებ 215 ადამიანი, თავის თავზე აიღო რადიკალურმა მუსულმანურმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“.
სქოლიო