კამილა მენდესი[2] (ინგლ.Camila Mendes; დ. 29 ივნისი, 1994)[3] — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ვერონიკა ლოჯის შესრულებული როლით The CW-ის თინეიჯერულ დრამატულ სატელევიზიო სერიალში „რივერდეილი“.
ბიოგრაფია
დაიბადა 1994 წლის 29 ივნისს, ვირჯინიის შტატში (აშშ). არის ბრაზილიელების, გიზელ და ვიქტორ მენდესების ქალიშვილი. ბავშვობაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, თუმცა უმეტესწილად ცხოვრობდა ფლორიდაში, სადაც ამერიკული მემკვიდრეობის სკოლა დაამთავრა. 2016 წელს მსახიობ კოულ სპროუსთან ერთად დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი.[4][5][6]. ნიუ-იორკში იგი ასევე დაუმეგობრდა ამერიკელ მომღერალს, მეგი როჯერს. 2018 წელს როჯერსის მუსიკალურ ვიდეოში „Give a Little“ გამოჩნდა.[7]