კალედონი (სესოთო — Mohokare, ინგლ. Caledon) — მდინარე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ლესოთოში, შეადგენს ამ ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვან ნაწილს. სათავეს იღებს დრაკონის მთებში, ლესოთოს სახელმწიფოს უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილის სიახლოვეს და მიედინება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, ჯერ ქვეყნის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან დასავლეთის საზღვარზე, ხოლო შემდეგ მთლიანად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფრი-სტეიტის პროვინციის ტერიტორიაზე, თვით მდინარე ორანჟთან მიერთებამდე. სიგრძე შეადგენს 480 კმ-ს.[1]
მდინარე კალედონზე მდებარეობს ლესოთოს სახელმწიფოს დედაქალაქი — მასერუ.
სქოლიო