2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის კალათბურთის ქალთა დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს თორმეტი გუნდი (COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო 2021 წლამდე). მასპინძელმა ქვეყანამ და 2018 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა კვალიფიკაცია მიიღეს. ამასთან, ამ ორ გუნდს წინასაკვალიფიკაციო და საკვალიფიკაციო ტურნირებში მოუწევთ თამაში და ამ ტურნირებიდან ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ადგილის მოპოვება. ამრიგად, როდესაც ორმა მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირმა კვოტური ადგილები მიანიჭა მათ სამ საუკეთესო გუნდს, დანარჩენმა ორმა ტურნირმა მხოლოდ ორ საუკეთესო გუნდს მიანიჭა კვოტური ადგილები, ამას დამატებული მასპინძელი ქვეყნის ან მსოფლიო თასის გამარჯვებული.[1]
გუნდებს ქალთა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში მოსახვედრად კვალიფიკაცია უნდა მიეღოთ ქალთა ევრობასკეტის ან წინაოლმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების მეშვეობით (რომლებსაც თავად უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაცია კონტინენტური თასების მეშვეობით).
კვალიფიკაცია
ქალაქებს ოსტენდეს, ბურჟს, ბელგრადსა და ფოშანს მიეიჭათ ფიბა-სს ქალთა ოთხი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობის უფლება, 2020 წლის 6-დან 9 თებერვლამდე.[2] თუმცა, ფოშანის ტურნირი გადაიტანეს ბელგრადში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით.[3]
2019 წლის ქალთა აფრობასკეტის საუკეთესო ექვსმა გუნდმა ითამაშა აფრიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირში 2019 წლის 14-17 ნოემბერს.[4] იგი მოზამბიკში ჩატარდა.[5] ამ ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი გავიდა მსოფლიო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე.
2019 წლის ამერიკის ქალთა საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდმა ითამაშა ამერიკის ორ წინასაკვალიფიკაციო ტურნირში, თითოეულ ტურნირში ოთხ გუნდად. ამ ტურნირების ორი საუკეთესო გუნდი გავიდა მსოფლიო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე.
გათამაშება ჩატარდა 2019 წლის 30 სექტემბერს.[8] კანადამ და არგენტინამ თითო ტურნირს უმასპინძლეს.[9][5]
რვა გუნდმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2019 წლის აზიის ქალთა საკალათბურთო ჩემპიონატზე, მათ შორის ოლიმპიადის მასპინძელმა იაპონიამ, ითამაშეს აზია/ოკეანეთის ორ წინასაკვალიფიკაციო ტურნირში,[10] ოთხ-ოთხად თითოეულ მათგანში. იმ ტურნირიდან, რომელშიც იაპონია თამაშობს, იაპონია და საუკეთესო გუნდი გავიდა მსოფლიო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე. მეორე ტურნირიდან ორი საუკეთესო გუნდი მოხვდა.
2019 წლის ფიბა-ს ქალთა აზიის ჩემპიონატისათვის დაგეგმილი იყო ორი დივიზიონი, A და B. თავდაპირველი გეგმით, A დივიზიონის მხოლოდ შვიდი გუნდი და B დივიზიონის საუკეთესო გუნდი გავიდოდნენ აზია/ოკეანეთის საკვალიფიკაციოებზე. თუმცა, B დივიზიონი არ ჩატარებულა, რადგან ტურნირის მასპინძლობის სურვილი არავინ გამოთქვა და ინდოეთს, რომელიც ფიბა-ს აზიის ქალთა ჩემპიონატზე ბოლო ადგილზე გავიდა, აზია/ოკეანეთის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიენიჭა ადგილი.[10]
ებისათვის წინასწარი შესარჩევი პროცესები ჩატარდა. ევროპულ გუნდებს ევრობასკეტის პირველ ექვსეულში უნდა დაემთავრებინათ, ხოლო ამერიკის, აზიის (ოკეანეთის ჩათვლით) და აფრიკის გუნდები წინასაკვალიფიკაციო ტურნირებში თამაშობდნენ. სულ 16 გუნდმა მიიღო კვალიფიკაცია მსოფლიო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირებზე. ოლიმპიადის მასპინძელმა (იაპონია) და მსოფლიო თასის გამარჯვებულმა (შეერთებული შტატები) ავტომატურად მიიღეს კვალიფიკაცია, თითოეულმა მათგანმა თავისი კონტინენტიდან დაიკავა ადგილი.