კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის ხაზი წარმოიშვა დასავლეთ ევრაზიის მოსახლეობის იმ ფუძე ხაზიდან, რომელიც, თავდაპირველად, დაახლოებით 45.000 წლის წინ, დაიყო უსტ-იშიმის ადამიანის, ოასე1-ისა და ევროპელ მონადირე-შემგროვებლის შტოებად; და საბოლოოდ გამოეყო „ადრეულ ანატოლიელ მიწათმოქმედების“ ხაზს, დაახლოებით 25.000 წლის წინ, გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში.[3][3] გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები იზოლაციაში დამოუკიდებელი პოპულაციის სახით გადარჩნენ.[2]
ჯონსმა და სხვ. (2015) ანალიზი ჩაუტარეს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ გვიანი ზედა პალეოლითისა (13.300 წელი) და მეზოლითის (9,700 წელი) მამაკაცის გენომებს. როგორც გაირკვა, ეს ორი მამაკაცი ატარებდა Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფ: J* და J2a-ს, რომელიც მოგვიანებით დახარისხებულ იქნა J1-FT34521, და J2-Y12379* ინიციალებით, და K3 და H13c მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს.[9] მათმა გენომებმა აჩვენა, რომ კავკასიელი და ახლო აღმოსავლელი მოსახლეობის აღრევა გრძელდებოდა 25.000 წლის წინამდე, იქამდე, სანამ გამყინვარების ძალზე ცივი პერიოდი დაიწყებოდა.[4]
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის წარმომავლობა გამოვლინდა დასავლეთ საქართველოში: საწურბლიის მღვიმეში ზედა პალეოლითის (დაახლ. ძვ. წ. 11.000 წ.) და კოტიას კლდის მღვიმეში მეზოლითის (დაახლ. ძვ. წ. 7700 წ.) ნიმუშებიდან. საწურბლიის ნიმუში ახლოს დგას სამხრეთ კავკასიის თანამედროვე მოსახლეობასთან.[2]
მარგარიანმა და სხვ. (2017) ძველი სამხრეთ კავკასიური მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოაჩინეს მოსახლეობის მკვეთრი ზრდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის ჟამს, დაახლ. 18.000 წლის წინ. კვლევამ ასევე აჩვენა დედობრივი წარმომავლობის 8.000 წლიანი უწყვეტი ხაზი.[10]
იარდუმიანმა და სხვ. (2017) სვანების გენეტიკური კვლევისას აღმოაჩინეს მიტოქონდრიული დნმ-ის არაერთგვაროვნება, გავრცელებული ჰაპლოჯგუფები მოიცავდა U1‐U7, H, K, და W6-ს, მაშინ როცა Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფები იყვნენ ნაკლებად მრავალფეროვანი, სვანების 78% მიეკუთვნება G2a Y-ჰაპლოჯგუფს.[11]
ნარასიმჰანის და სხვ. (2019) თანახმად ირანელი მიწათმოქმედების მონათესავე ხალხი 6.000 წლის წინამდელ პერიოდში დასახლდნენ პაკისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. მკლევარები ვარაუდობენ, რომ „ირანელი მიწათმოქმედების მონათესავეთა წარმომავლობა [...] იყო [ასევე] დამახასიათებელი ჩრდილოეთ კავკასიელი და ირანის პლატოს მონადირე-შემგროვებლებისთვისაც“[7]
პროტო-ინდო-ევროპელები
პროტო-ინდო-ევროპელები ე.ი. იამნაიას ადამიანები და მონათესავე კულტურები, როგორც ჩანს წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლებისა და იმ ადამიანთა ჯგუფის ნაზავს, რომლებიც კავშირში არიან ახლო აღმოსავლეთთან,[12] სავარაუდოდ ან კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების[2] ან ირანის ენეოლითური ადამიანების მეშვეობით, კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის კომპონენტით.[13][4] ორივე პოპულაცია იამნაიას დნმ-ის ნახევარს აყალიბებს.[14][4] ანდრეა მანიკას თქმით:
კითხვა თუ საიდან მოდის იამნაია დღემდე საიდუმლოს წარმაოდგენდა [...] ჩვენ ახლა შეგვიძლია ვუპასუხოთ ამას, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ მათი გენეტიკური შემადგენლობა განეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებელთა და იმ კავკასიელ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს, რომელმაც უკანასკნელი გამყინვარება აშკარა იზოლაციაში გადაიტანა.[4]
ჯონსის და სხვ. (2015) აზრით, კავკასიელი მონადირე-შემგრვებლების გენომმა მნიშვნელოვანი მონაწეილობა მიიღო იამნაიას სტეპის მესაქონლეებში, რომლებიც ძვ. წ. 3.000 წელს გადასახლდნენ ევროპაში, რითიც გავლენა იქონიეს ადრე ბრინჯაოს კულტურის ფორმირებაზე. კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა კვალი დატოვეს თანამედროვე კავკასიისა და ასევე ცენტრალური და სამხრეთ აზიის თანამედროვე მოსახლეობაზე, რამაც შესაძლოა ასევე გამოიწვია ინდო-არიანული ენების გამოჩენა.[15]
ლაზარიდისი და სხვ. (2016) ასახელებს სხვა ხალხს, სავარაუდოდ ირანიდან, როგორც იამნაიას ხალხის ახლო აღმოსავლელ წინაპრებად, კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ენეოლითური ირანის მონათესავე მოსახლეობამ 43%-იანი წვლილი შეიტანა ადრეული ბრინჯაოს ხანის სტეპის მოსახლეობაზე.[16] ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ირანელი ენეოლითის ხალხი იყო „ნეოლითის ხანის დასავლეთ ირანის, ლევანტისა და კავკასიის მონადირე-შემგროვებელთა ხალხის“ ნაზავი.[16]
გალეგო-ლორენტე და სხვ. (2016) ასკვნის რომ ირანის მოსახლეობა არ უნდა იყოს იამნაიას „სამხრეთის“ კომპონენტის სავარაუდო წყაროვიდრე ავკასიელი მონადირე-შემგროვებლები.[17]
ვანგმა და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის გენეტიკური ნაშთების კვლევის საფუძველზე, რომლებიც ძვ. წ. IV და I ათასწლეულებით თარიღდება, შეამჩნია კორელაცია სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ჯგუფებთან, რითიც დაასკვნა, რომ დღევანდელობისგან განსხვავებით - კავკასია ფუნქციონირებდა როგორც ხიდი და არა გადაულახავი ბარიერი ხალხთა მიგრაციებისთვის.[18]
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის მინარევი ასევე აღმოჩენილ იქნა სამხრეთ აზიაში, რაც სავარაუდოდ აქ ინდო-არიანელების მიგრაციასთან არის დაკავშირებული.[2]
ლიტერატურა
Anthony, David (2009b), „Ancient DNA, Mating Networks, and the Anatolian Split“, Dispersals and Diversification: Linguistic and Archaeological Perspectives on the Early Stages of Indo-European, BRILL
↑Haak 2015, p. 3. sfn error: no target: CITEREFHaak2015 (help)
↑Lazaridis 2016, p. 8: "The spread of Near Eastern ancestry into the Eurasian steppe was previously inferred without access to ancient samples, by hypothesizing a population related to present-day Armenians as a source." sfn error: no target: CITEREFLazaridis2016 (help)
↑Jones და სხვები. 2015: "Caucasus hunter-gatherers (CHG) belong to a distinct ancient clade that split from western hunter-gatherers ~45 kya, shortly after the expansion of anatomically modern humans into Europe and from the ancestors of Neolithic farmers ~25 kya, around the Last Glacial Maximum."