იუჯინ ფამა (ინგლ.Eugene F. Fama; დ. 14 თებერვალი1939, ბოსტონი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელიეკონომისტი. ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზის ავტორი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა არსებული ინფორმაცია სწარაფად და მთლიანად გამოიხატება ფასიანი ქაღალდების ღირებულებაში. 2013 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.[12]
დაიბადა ბოსტონის საკმაოდ ღარიბულ კვარტალში. დაამთავრა კათოლიკური სკოლა, შემდეგ კი ტაფტსის უნივერსიტეტი. თავდაპირველად მთავარ სპეციალობად ფრანგული ენა აირჩია, თუმცა, შემდეგ დაოჯახებულმა შეიცვალა აზრი და არჩევანი ეკონომიკაზე შეაჩერა. მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად ეკონომიკის პროფესორ ჰარი ერნესტთან, რომელმაც საფონდო ბაზარზე არსებული ფასების დინამიკა შეისწავლა.[12]
1989 წლიდან არის აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
ბიბლიოგრაფია
The Theory of Finance, Dryden Press, 1972
Foundations of Finance: Portfolio Decisions and Securities Prices, Basic Books, 1976
ლიტერატურა
Питер Бернстайн, Фундаментальные идеи финансового мира. Эволюция = Capital Ideas Evolving, М.: «Альпина Паблишер», 2009. — გვ. 256, ISBN978-5-9614-0972-7.
Уильям Бернстайн, Манифест инвестора: Готовимся к потрясениям, процветаниюи всему остальному = The Investor’s Manifesto. Preparing For Prosperity, Armageddon, And Everything In Between, М.: Альпина Паблишер, 2013. — გვ. 229, ISBN978-5-9614-1815-6.