იტალიური გამოქვაბული (რუს. Итальянский грот) — ნაგებობა ალექსანდრეს ბაღში, მდებარეობს მოსკოვის კრემლის კედელთან. გამოქვაბული აშენდა ოსიპ ბოვეს არქიტექტურული პროექტის მიხედვით 1820-1823 წლებში.
არქიტექტურა
გამოქვაბული ხელოვნურ გორაკზეა მოთავსებული არსენალის შუა კოშკის ქვეშ. ეს კოშკი არის ბასტიონი, რომელიც შვედების თავდასხმისათვს მოამზადეს. გამოქვაბულის რომანტიკული სილუეტი ვიზუალურად ყოფს კრემლის კედლის ერთიან ხაზს[1].
ჩაფიქრებული იყო, როგორც 1812 წლის დანგრეული ქალაქის მემორიალი[2], გამოქვაბული სიმბოლურად აღნიშნავს მოსკოვის აღორძინებას ფერფლიდან[3].
დორიულ სვეტებზე დაფუძნებული არქიტრავზე გამოსახულია საბრძოლო დიდების სიმბოლოები და ბერძნული მითოლოგიის ზღვის ცხენის, ჰიპოკამპუსის ფიგურები.
გამოქვაბულის ასაშენებლად გამოიყენეს ფრანგების მიერ 1812 წელს დანგრეული ქალაქის შენობების მასალები (ა. სმირნოვა ამას ლეგენდას უწოდებს[4]), თუმცა მასალებს შორის შესაძლებელია დაინახოთ დეტალები ცალკე მდგომი არსენალის შენობის ფასადიდან. ასევე გამოყენებულია სხვა სამშენებლო ნაგავიც. ყველაზე საოცარია, შუა საუკუნეების ქვის ბირთვი, რომელსაც 60 სმ დიამეტრი აქვს.
გამოქვაბულის სამხრეთ ნაწილში არის გასასვლელი დასათვალიერებელ მოედანზე, რომელიც გაფორმებულია ლომის ფუგურით.
არქეოლოგია
2004 წელს დაიწყო გამოქვაბულის სარესტავრაციო სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობდნენ არქოლოგებიც. არქეოლოგების მოლოდინი იყო მინიმალური: რადგან მოსკოვის ეს ნაწილი, მდინარე ნაგლინაიას მარცხენა სანაპირო არასოდეს ყოფილა დასახლებული. თუმცა მიწის ანალიზმა სულ სხვა, მოულოდნელი აღმოჩენები აჩვენა: XV საუკუნის ადამიანის ნარჩენებიდან დაწყებული (შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ნაწილი ძველ სასაფლაოზე მვებარეობდა) XVIII საუკუნის დროინდელი თიხის ქოთნების ნაწილებით დამთავრებული, რომელშიც შეიმჩნეოდა ვანადიუმის კვალი. არქეოლოგებმა ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა დაუკავშირეს ამანიტას გვარის სოკოებს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Павильон-руина «Грот». // И. Ю. Юдаков. Московский Кремль. Красная площадь. Путеводитель. Вече, 2007. ISBN 978-5-9533-2395-6
- Т. Д. Панова. Грот Александровского сада, археология и… мухоморы. // Природа, № 9, 2005 г.
სქოლიო