ისლამი — მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგია რუსეთში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით,[2] მუსლიმების საერთო რაოდენობა 14 220 000-ს ანუ მთელი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. თუმცა, რუსეთის ორ ფედერალურ სუბიექტში (ჩეჩნეთი და ინგუშეთი), სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ, არსებული სოციალური არეულობის გამო შეუძლებელია მუსლიმთა ზუსტი რაოდენობის დადგენა და შესაბამისად მონაცემები შესაძლოა განსხვავებული იყოს. მუსლიმთა შორის 6 700 000, ანუ მთელი მოსახლეობის 4,6% არ მიეკუთვნება არცერთ ისლამურ სკოლას ან მის განხრას.
კანონითა და რუსეთის პოლიტიკური ლიდერების მიერ ისლამი აღიარებულია ერთ-ერთ ტრადიციულ რელიგიად და ითვლება რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად.[3]
ისლამის ისტორია რუსეთში
მეშვიდე საუკუნეში, მუსლიმთა მიერ ირანის დაპყრობის შემდეგ, ამ რელიგიამ დაიწყო გავრცელება კავკასიაში, რომელიც მოგვიანებით რუსეთის ნაწილი გახდა. პირველი კავკასიელი მუსლიმები დაღესტანში მცხოვრები ერები გახდნენ.[4] საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის მიუხედავად, მუსლიმთა გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა უფლება მოელოცა მექა.
დემოგრაფია
მუსლიმ რუსთა უმრავლესობა სუნიტია, 10%-ს ანუ 2 მილიონზე მეტს შეადგენენ შიიტები. მუსლიმთა ძირითადი დასახლების არეალია ჩეჩნეთი და დაღესტანი.