ისანი — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც 300 არაგველის და სამგორის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1971 წლის 5 მაისს გაიხსნა. არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
მდებარეობს ქეთევან დედოფლის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის შესაყართან. მიწისზედა პავილიონი ორიგინალური გუმბათის სახითაა დაპროექტებული და ქვედა სადგურს უკავშირდება ესკალატორით. ვესტიბიულის კედელზე ტონირებული პანოს ავტორია მოქანდაკე ს. ქოიავა. მიწისქვეშა დარბაზში გადახურვის კამარა დაყრდნობილია გეგმით ექვსკუთხა სვეტების ორ რიგზე. იატაკი შავი გრანიტისაა.[1] თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაცია გვხვდება.
სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც და ექსტერიერაც. გალამაზებულ სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო