ირლანდიის შეიარაღებული ძალები (ირლ.Óglaigh na hÉireann) — ირლანდიის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება რესპუბლიკის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ირლანდიის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიულ წყლები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია, სამხედრო-საზღვაო ძალები და საჰაერო ძალები.
მეთაურობა
ირლანდიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ქვეყნის პრეზიდენტია, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თავდაცვის მინისტრი (თავმჯდომარე), თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი, გენერალური შტაბის უფროსი და მისი ორი მოადგილე.
ირლანდიის არმიის შემადგენლობაში დაახლოებით 8 500 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. რეზერვისტთა რაოდენობა 13 00-ს აღწევს. ქვეყანა დაყოფილია სამ ნაწილად, თიოთოეულში ჩამოყალიბებულია ცალკეული ქვეითი ბრიგადა. პირველი (სამხრეთ) ბრიგადა პასუხისმგებელია სანაპირო რაიონებში სამხედრო ოპერაციებზე. მეორე (აღმოსავლეთ) ბრიგადა - მოქმედებს დუბლინსა და ლინსტერში. მესამე (დასავლეთ) ბრიგადა კი - წელს კონაქტსა და მანსტერში.
გარდა ამ ნაწილებისა, არსებობს სასწავლო-საწრვთნელი ბანაკებიც, რომელიც შერწყმულია საშტაბო მმართველობასთან.
ირლანდიის სამხედრო-საზღვაო ძალები შემადგენლობაში დაახლოებით 1150 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. სამხედრო-საზღვაო-ძალების მისია ქვეყნის ტერიტორიული წყლების დაცვა და სანაპირო წყლების, დაცულ ტერიტორიებში პატრულირება. ასევე მისს ფუნქციაა კონტრაბანდით დატვირთული მცურავი საშუალებების აღმოჩენა და კონტროლი. ირლანდიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების შეიარაღება განკუთვნილია მხოლოდ პატრულირებისა და ტერიტორიული წყლების დაცვისთვის.
სამხედრო-საზღვაო ძალები შედგება: შტაბისა, ოპერატიული სარდლობისა, სამეთაურო მხარდაჭერისია და სამხედრო-საზღვაო კოლეჯისგან. ოპერატიული სარდლობის დაქვემდებარებაშია საპატრულო ხომალდების ფლოტი, რომელიც შედგება საპატრულო ხომალდების ორი დივიზიისა (თითოეულში ორი ხომალდი) და ვერტმფრენთა ესკადრონისგან.
გარდა ამისა, ირლანდიაში მოქმედებს სანაპირო დაცვის სამსახური, Irish Coast Guard (IRCG, ირლ.Garda Cósta na hÉireann), რომელიც არ შედის ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში.
ირლანდიის სამხედრო-საჰაერო ძალები არ იცავს ქვეყნის საჰაერო სივრცეს, მას მხოლოდ მხარდამჭერი ფუნქცია აქვს. ირლანდიის სამხედრო-საზღვაო ძალები შემადგენლობაში დაახლოებით 939 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება.
ირლანდიის სამხედრო-საჰაერო ძალები ფუნქციებია:
არმიის მხარდაჭერა
საზღვაო ძალების მხარდაჭერა
სამოქალაქო ძალების მხარდაჭერა
აგრეთვე:
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა
სამთავრობო ძალების მხარდაჭერა
საჰაერო კორპუსის შემადგენლობაშია ორი „CASA CN-235”, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია აღმოჩენის სისტემით და ეხმარება საზღვაო სამსახურს ირლანდიის ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონაში პატრულირებაში. ის ასევე ეხმარება ირლანდიის ელიტურ რეინჯერთა კორპუსს, HALO სისტემის გამოყენებით პარშუტებით დაშვებაში.
გარდა ამისა, ირლანდიის საჰაერო კორპუსის შემადგენლობაშია ექვსი „AgustaWestland AW139” ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენი, შეიარაღებული ტყვიამფრქვევით. შვიდი Pilatus PC-9 ტიპის ტურბოხრახნიანი თვითმფრინავი, შეიარაღებული სარაკეტო დანადგარითა და ტყვიამფრქვევით. ორი, საერთო დანიშნულების „Eurocopter EC135”.
სარეზერვო ძალები
სარეზერვო ძალები იყოფა პირველსა და მეორე რიგის ძალებად. პირველ რიგის რეზერვი არმიის ყოფილი წევრებისაგან შედგება და მათი სამხედრო მომზადებაც მაღალია. სარეზერვო ძალების მეორე რიგი შედგება არმიის სარეზერვო (Army reserve) და საზღვაო სარეზერვო (Naval Service Reserve) ძალებისაგან.
არმიის სარეზერვო ძალები მოიცავს 9 ბატალიონსა და 18 დანაყოფს, მათ შორის 3 თავდაცვის ბატარეაა. გარდა ამისა, სამივე ზონა მუდმივ მზადყოფნაშია შეიქმნას სარეზერვო ბრიგადების შტაბი.
სამხედრო-საზღვაო სარეზერვო ძალები შედგება ორი ჯგუფისგან: აღმოსავლეთის სარეზერვო ჯგუფის ორი ასეული (დუბლინი და უოტერფორდი) და სამხრეთის სარეზერვო ჯგუფის ორი ასეული (კორკი და ლიმერიკი)
ბაზები
ირლანდიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებიირლანდიის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული.
სახელი
მდებარეობა
თავდაცვის ძალების შტაბ-ბინა(DFHQ, and Coláiste Caoimhín)