ირლანდიის სუფთა ქალაქი — 1958 წელს დაარსებული კონკურსი ირლანდიაში, რომელიც იმართება ყოველწლიურად, რათა გამოვლინდეს ქვეყნის ყველაზე სუფთა და მიმზიდველი დიდი ურბანული ცენტრი, დიდი ქალაქი, პატარა ქალაქი და სოფელი. კონკურსის მონაწილეები ფასდებიან შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: საერთო განვითარების ხუთწლიანი გეგმა, შენობების მიერ შექმნილი გარემო, პეიზაჟი, ველური გარემო და ბუნების სიმშვენიერე, დანაგვიანების კონტროლი, სისუფთავე, ნარჩენების მინიმიზაცია, საცხოვრებელი არეალები, ქუჩები და გზები.