ირლანდიის რესპუბლიკა (ირლ. Poblacht na hÉireann) — თვითგამოცხადებული სახელმწიფო, კუნძულ ირლანდიაზე, არსებობდა 1919-1922 წწ. ირლანდიის რესპუბლიკის არსებობა დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდს ემთხვევა. ომის პერიოდში ქვეყანაში გაჩნდა ხელისუფლების ორგანოები, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა. ახალგაზრდა რესპუბლიკა მხოლოდ საბჭოთა რუსეთმა სცნო[1]. ირლანდიაში ბრიტანეთის გავლენის შემცირების ცდამ კრახი განიცადა. ირლანდიის რესპუბლიკის დასასრულად ითვლება 1922 წელი, როდესაც ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო დაარსდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო