ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია (ინგლ.Provisional Irish Republican Army, PIRA) — ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო დიდი ბრიტანეთისაგან ჩრდილოეთ ირლანდიის სრული დამოუკიდებლობა.
დაარსდა 1969 წელს, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის დაშლის შედეგად. 1972 წელს გამოაცხადა დროებით ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გაგრძელდა 26 ივნისიდან9 ივლისამდე. ორგანიზაცია ჩართული იყო 1972-1998 წლების ოპერაციებსა და ტერაქტებში, რომელიც გაიმართა ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.
11 აგვისტო1970 — დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 პოლიციელი.
6 თებერვალი1971— ბელფასტში გამართულ სროლებში დაიღუპა 1 და დაიჭრა 8 ბრიტანელი ჯარისკაცი, დაიღუპა რესპუბლიკური არმიის ერთი აქტივისტი[1]
21 აპრილი1971 — ქალაქ ბალტიმორის პორტში ჩაძირეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი "Stork"[2].
21 ივლისი1972 — სისხლიანი პარასკევი. აფეთქებების შედეგად ბელფასტში დაიღუპა 2 ბრიტანელი ჯარისკაცი და 7 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 130 ადამიანი (მათ შორის 77 ქალი და ბავშვი)[3][4].
27 აგვისტო1979 — თავდასხმა ქალაქ უორენპოინტთან. ორი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 18 და მძიმედ დაიჭრა 6 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე[5].