იოჰან როიხლინი (გერმ. Johann Reuchlin; დ. 22 თებერვალი, 1455, პფორცჰაიმი — გ. 30 ივნისი, 1522, ბადლიბენცელი) — გერმანელი ჰუმანისტი. ეკუთვნის სატირული კომედიები „ჰენო“ და „სერგიუსი“. 1509 წელს გალაშქრა კელნის უნივერსიტეტის კათოლიკე თეოლოგების წინააღმდეგ. ამ კამათს მიუძღვნა თხზულება „თვალის სარკე“ (1511).
ლიტერატურა
სქოლიო