იოსებ ილარი ეკელი (დ. 13 იანვარი, 1737 — გ. 16 მაისი, 1798) — ავსტრიელი იეზუიტი მღვდელი და ნუმიზმატი.
ეკელი დაიბადა ენცერსფელდში, ქვემო ავსტრიაში.
მან მიიღო ადრეული განათლება იეზუიტების კოლეჯში, ვენაში, სადაც თოთხმეტი წლის ასაკში მიღებულ იქნა იეზუიტთა ორდენში. მან თავი შესწირა ძველი ნივთების და მონეტების შეგროვებას. პოეზიისა და რიტორიკის პროფესორად ყოფნის შემდეგ, 1772 წელს დაინიშნა მცველად იეზუიტთა კოლეჯის მონეტების კაბინეტში და იმავე წელს ის წავიდა იტალიაში ანტიკვარების და მონეტების საფუძვლიანად შესასწავლად. ეკელი ფლორენციაში დაიქირავეს, რათა წესრიგში მოეყვანა ტოსკანის ჰერცოგის მონეტების კოლექცია. მისი პირველი კვლევა და სხვა კოლექციები გამოჩნდა Numi veteres anecdoti-ში, რომელიც გამოქვეყნდა 1775 წელს.
1774 წელს დაინიშნა სიძველეთა საიმპერატორო მიუნცკაბინეტის დირექტორად.
1775–1798 წლებში ვენის უნივერსიტეტის პროფესორია.
მისი მთავარი ნაშრომია Doctrina numorum veterum, ის 8 ნაწილისგან შედგება, ამ ნაშრომში ეკელმა გამოიყენა ანტიკური მონეტების კლასიფიკაციის გეოგრაფიული პრინციპი. მან სისტემაში მოიყვანა 70 000-ზე მეტი მონეტა. ნაშრომის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1792 წელს, ხოლო ბოლო 1798 წელს.
ნაშრომები
- Choix de pierres gravées du Cabinet Imperial des Antiques (1788)
- Kurzgefasste Anfangsgrunde zur alten Numismatik (1787)
ლიტერატურა
სქოლიო