2023 წლის მონაცემებით, იორდანიის მოსახლეობა 11.1 მილიონ ადამიანს აჭარბებს.[1] იორდანიის მოქალაქეებს იორდანიელები ეწოდებათ. იორდანიელთა 94% არაბია, ხოლო დარჩენილ 6%-ს სხვა ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ, მათ შორის: ჩერქეზები, ჩეჩნები, სომხები და ქურთები.[2] დაახ7ლოები 2.9 მილიონ ადამიანს მოქალაქეობა არ აქვს, რომელთა შორის არიან დევნილები, ლეგალური და არალეგალური იმიგრანტები.[3]2023 წლისვის იორდანიის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებელი 3.05%-ს უდრის. ერთ ქალზე საშუალოდ 2.8 ბავშვი მოდის. 2015 წელს იორდანიაში 1 977 534 შინამეურნეობა იყო. საშუალო ერთ შინამეურნეობაში 4.8 ადამიანი იყო.[3]
იორდანიის ოფიციალური ენაა არაბული ენა. მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენაა ინგლისური. ინგლისური ფართოდ გამოიყენება კომერციასა და სამთავრობო საქმიანობაში. 2016 წელს იორდანიელთა 84% ქალაქებსა და დიდ ქალაქებში ცხოვრობდა.[2]
2016 წელს იორდანია მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობით. იგი უსწრებდა თურქეთს, პაკისტანსა და ლიბანს.[4] იორდანიაში ლტოლვილები მეტწილად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან, სირიიდან და ერაყიდან ჩადიან. იორდანიაში ასობით ათასი მუშაა ჩასული ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან და სამხრეთ აზიიდან.
არაბი იორდანიელები იმ ოჯახებისა და კლანების შთამომავლები არიან, რომლებიც 1948 წლის ომამდე ტრანსიორდანიაში ცხორობდნენ ან ლტოლვილი პალესტინური ოჯახებიდან არიან, რომლებიც XX საუკუნეში სხვადასხვა დროს იორდანიაში გადასახლდნენ, მეტწილად 1948 და 1967 წლის ომების დროს. ბევრი ქრისტიანი ადგილობრივია, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ფუჰისი, მადაბა, ალ-ქარაქი, აჯლუნი და ა.შ., ან ბედუინური წარმოშობის არიან და ძირითადად 1948 და 1967 წლების ომის დროს მიგრირდნენ იერუსალიმიდან, ჯაფნადან, ლიდიდან, ბეთლემიდან და პალესტინისა და ისრაელის სხვა ქალაქებიდან.
დრუზები
დრუზები მოსახლეობის დაახლოებით 0.5%-ს შეადგენენ. დრუზები, რომლებიც საკუთარ თავს „ერთი ღმერთის მორწმუნეებს“ უწოდებენ, ამანის დასავლეთითა და ჩრდილოეთით სასოფლო და მთიან ტერიტორიებზე სახლობენ. მიუხედავად იმისა, რომ დრუზების რწმენა ისმაილიზმიდან წარმოიშვა, ისინი თავიანთ თავს მუსლიმებს[6][7][8][9][10] არ უწოდებენ და ისლამის ხუთ ბურჯს არ აღიარებენ.[11]
რელიგია
იორდანიაში წამყვანი რელიგია სუნიტური ისლამია. 2022 წლი მონაცემებით მოსახლეობის 97.2%-ს მუსლიმები შეადგენენ.[12][13] მათი მცირე ნაწილი შიიტია, რომელთა დიდი ნაწილი სირიელი, ლიბანელი და ერაყელი ლტოლვილია. იორდანიის უმსხვილეს რელიგიურ უმცირესობას ქრისტიანები შეადგენენ.[14]2022 წლის მონაცემებით, იორდანიის მოსახლეობის 2.1% ქრისტიანია. ქვეყანაში მცირე რაოდენობით ბუდისები, ინდუისტები, ზოროასტრიზმის მიმდევრები და იეზიდები ცხოვრობენ.[15]
დემოგრაფიული სტატისტიკა
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის მიხედვით, 2023 წლისთვის იორდანიის მოსახლეობა დაახლოებით 11 200 320 მილიონ ადამიანს შეადგენს. გენდერული თანაფარდობა: 1.06 კაცი 1 ქალზე.
2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: მოსახლეობის 34.68% 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 20.07% — 15-14 წლების ჯგუფს, 37.36% — 25-54 წლების ასაკობრივ ჯგუფს, 4.44% — 55-64 წწ. ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 3.45% 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა ჯგუფს.~
იორდანიის მოსახლეობის მედიანური ასაკი 22.5 წელია: ქალებისთვის ― 22.9 წელი, ხოლო კაცებისთვის ― 22 წელი (2017). 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 2.05%-ს უდრის. შობადობის კოეფფიციენტი 17.9‰-ია, ხოლო მოკვდაობის კოეფიციენტი ― 3.6‰.
2021 წლის მონაცემებით, იორდანიის მიგრაციის სალდო -310-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 1 000 ადამიანზე ქვეყანას 310 ადამიანი ტოვებს.
2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლოების 84.1%-ს ურბანული მოსახლეობა შეადგენს. ურბანიზაციის ტემპი 1.26%-ის ტოლია.
იორდანიის მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი 74.8 წელია (მამაკაცებისთვის — 73.4 წელი, ხოლო ქალებისთვის — 7.3 წელი).
2015 წლის მონაცემებით, 15 და უფროსი ასაკის მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის დონე 98.01%-ს უდრის: ქალებისთვის 97.49%-ია, ხოლო კაცებისთვის — 98.51%.
↑Pintak, Lawrence (2019). America & Islam: Soundbites, Suicide Bombs and the Road to Donald Trump. Bloomsbury Publishing, გვ. 86. ISBN9781788315593.
↑Jonas, Margaret (2011). The Templar Spirit: The Esoteric Inspiration, Rituals and Beliefs of the Knights Templar. Temple Lodge Publishing, გვ. 83. ISBN9781906999254. „[Druze] often they are not regarded as being Muslim at all, nor do all the Druze consider themselves as Muslim“
↑J. Stewart, Dona (2008). The Middle East Today: Political, Geographical and Cultural Perspectives. Routledge, გვ. 33. ISBN9781135980795. „Most Druze do not consider themselves Muslim. Historically they faced much persecution and keep their religious beliefs secrets.“
↑Yazbeck Haddad, Yvonne (2014). The Oxford Handbook of American Islam. Oxford University Press, გვ. 142. ISBN9780199862634. „While they appear parallel to those of normative Islam, in the Druze religion they are different in meaning and interpretation. The religion is consider distinct from the Ismaili as well as from other Muslims belief and practice... Most Druze consider themselves fully assimilated in American society and do not necessarily identify as Muslims..“
↑De McLaurin, Ronald (1979). The Political Role of Minority Groups in the Middle East. Michigan University Press, გვ. 114. ISBN9780030525964. „Theologically, one would have to conclude that the Druze are not Muslims. They do not accept the five pillars of Islam. In place of these principles the Druze have instituted the seven precepts noted above..“