ილარიონ ჩავლეიშვილი (დ. 1857, ოქროსქედი — გ. 1938) — ქართველი სახალხო მომღერალი. გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბიოგრაფია
ბიძაშვილთან, სამუელ ჩავლეიშვილთან ერთად შეისწავლა სიმღერა ჯერ თავად მაქსიმეიშვილთან, შემდეგ დათა გუგუნავასთან. იყო ბანის უბადლო შემსრულებელი. ასწავლიდა იმერეთში, სკოლაში და ჰყავდა სასიმღერო გუნდი. მღეროდა მესამე ხმას. მისგან გადაიღო ბანი ვარლამ სიმონიშვილმა. იყო მწიგნობარი, მელექსე და პოეზიის კარგი მცოდნე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“ და „თამარიანი“. კარგად წერდა და მაშინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. ცოლ-შვილი არ ჰყოლია. გარდაიცვალა 1938 წელს.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში