ილაი უოლაკი (ინგლ. Eli Wallach; დ. 7 დეკემბერი, 1915, ბრუკლინი — გ. 24 ივნისი, 2014, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი. უოლაკის კინოკარიერა დაიწყო ელია კაზანის ფილმში „თოჯინა“. უოლაკმა კარიერის მანძილზე არაერთი ბოროტი გმირის სახე შექმნა. სახელი გაითქვა სერჯო ლეონეს ფილმით „კარგი, ცუდი და ბოროტი”, აგრეთვე ჯონ სტარჯესის ვესტერნით „შესანიშნავი შვიდეული”. კინოში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს უოლაკმა საპატიო ოსკარი მიიღო და გახდა ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში