იზაბელა ფრანგი (1242-1271)
იზაბელა ფრანგი (ფრანგ. Isabelle de France, ბასკ. Elisabet Frantziakoa; დ. 2 მარტი, 1242 — გ. 17 აპრილი, 1271) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და დედოფალ მარგარიტა პროვანსელის ასული. ნავარის დედოფალი და შამპანის გრაფინია 1255-70 წლებში როგორც თეობალდ II-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
იზაბელა დაიბადა 1242 წლის 2 მარტს. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა პროვანსელი შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია საფრანგეთის მეფე ლუი VIII და დედოფალი ბლანკა კასტილიელი იყვნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ მას ისტორიაში მეტად ცნობილი სამი დეიდა ჰყავდა: ინგლისის დედოფალი ელეონორა, გერმანიის დედოფალი სანჩია და სიცილიის დედოფალი ბეატრიჩე პროვანსელები.
მეფე ლუი სამხრეთით მემეზობლე ესპანურ სამეფოებთან მშვიდობის დამყარებას ყოველნაირად ცდილობდა, რათა ზურგი გაემაგრებინა და თავისუფლად შესძლებოდა წმინდა მიწის გამოსახსნელად ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა. სწორედ ამ მიზნით, 1255 წლის 6 აპრილს იზაბელა ნავარის მეფე თეობალდ II-ს მიათხოვა. მათი ქორწინება საფრანგეთის ქალაქ მელუნში შედგა. წყვილს ჯვარი მეფის თხოვნით რუანის არქიეპისკოპოსმა დასწერათ. ქორწინებისას პატარძალი 14-ის, ხოლო სიძე 16-ის იყო. ასევე ალიანსის შესაქმნელად, ლუი IX-მ თავისი დანარჩენი შვილებიც უცხოელ მონარქებზე დააქორწინა, მაგალითად პრინცი ფილიპი ასევე ესპანელ ინფანტაზე, ისაბელა არაგონელზე, მეორე ქალიშვილი ბლანში კასტილიის მეფეს მიათხოვა, დანარჩენი ორი ასული კი ბურგუნდიასა და ბრაბანტში გაათხოვა.
დედოფალ იზაბელას მამა და ქმარი ძალიან მალე დაახლოვდნენ და ახალი, რიგით მერვე ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ერთად ემზადებოდნენ. 1270 წელს, ტუნისზე ალყისას დიზენტერიით მოიწამლა ლუი IX, რის გამოც თეობალდ II უკან, საფრანგეთში გაბრუნდა, თუმცა პარიზის გზაზე ისიც დაიღუპა. ვინაიდან მასა და იზაბელას შვილები არ დარჩენიათ, ტახტზე თეობალდის ძმა, ანრი I ავიდა. დაქვრივებულმა იზაბელამ დატოვა პარიზის სამეფო კარი და დედის მშობლიურ მხარეში, ანუ პროვანსში გადასახლდა, სადაც სულ რამდენიმე თვეში, 1271 წლის 17 აპრილს, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
- Sibly & Sibly, W. A. e M.D (2003). The Chronicle of William of Puylaurens: The Albigensian Crusade and Its Aftermath. Washington: The Boydell Press. 121 páginas
საფრანგეთის პრინცესები |
---|
| I თაობა |
- ჰედვიგი, მონზის გრაფინია
- გიზელა, პონტიეს გრაფინია
|
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა |
- კონსტანცია, ტულუზის გრაფინია
|
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა |
- იზაბელა, ინგლისის დედოფალი
- იზაბელა, ბრეტანის ჰერცოგინია
- ჟანა, ჰოლანდიის გრაფინია
- მარგარიტა, ბლუას გრაფინია
- კატრინი, ლათინთა იმპერატრიცა
- ჟანა, არტუას გრაფინია
- იზაბელა, ფონტერვუდის აბატისა
- მარი, კალაბრიის ჰერცოგინია
- იზაბელა, ბურბონის ჰერცოგინია
- ბლანში, ბოჰემიისა და გერმანიის დედოფალი
- ჟანა, საფრანგეთის დედოფალი
|
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა | |
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა | |
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა | |
---|
| XVIII თაობა | |
---|
| XIX თაობა | |
---|
| XX თაობა | |
---|
| XXI თაობა | |
---|
| XXII თაობა | |
---|
| XXIII თაობა | |
---|
| XXIV თაობა | |
---|
| XXV თაობა | |
---|
| XXVI თაობა | |
---|
|
|
|