ივანე ხაბულიანი

ივანე ხაბულიანი
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1922
მუწდი, ლენტეხი
გარდაცვალების თარიღი 2008
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი

ივანე ხაბულიანი (დ. 15 ნოემბერი, 1922, მუწდი — გ. 2008) —ქართველი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიის ფაკულტეტი, პარტიული სკოლა 1950 წელს.

1940 წლიდან მუშაობდა ლენტეხის რაიონის სხვადასხვა ორგანიზაციებში; ლენტეხის სამხედრო განყოფილებაში; ლენტეხის პარტიის რაიკომში განყოფილების გამგედ; 1950 წელს დანიშნეს ლენტეხის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1955-1971 წლებში მუშაობდა ლენტეხის რაიკომის პირველ მდივნად; 1972 წელს დაინიშნა საქართველოს შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1983 წლიდან მუშაობდა სახაზინო საწარმო "საქმშენორგმეტექსის" დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ლიტერტურა

  • სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი. -თბ., 2014. -გვ.460.

რესურსები ინტერნეტში