ივანე თარხნიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი); პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში . თავდაპირველად კობის ქუჩა ერქვა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში). 1948 წელს ეწოდა ივანე თარხნიშვილის სახელი. ქუჩაზეა „წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის“ სამშობიარო სახლი. აქვს 1 გასასვლელი, 1 ჩიხი.
ლიტერატურა