ივან გუსევი (რუს. Иван Михайлович Гусев) (დ. 6 ოქტომბერი, 1922 — გ. 3 ოქტომბერი, 2007) — რუსი საბჭოთა გენერალი. საბჭოთა კავშირის გმირი (1944). 1941-1978 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს გაიარა კურსები მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში. 1957 წელს დაამთავრა სამხედრო-პოლიტიკური სკოლის ავიაციის ფაკულტეტი. გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, 2007 წლის 3 ოქტომბერს, დაკრძალეს ქალაქ ვლადიმირში.
რესურსები ინტერნეტში