2005 წლის მოვლენები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
- 2 იანვარი — საქართველოს ახალმა ელჩმა ლევან ასათიანმა თეირანში რწმუნებათა სიგელები გადასცა ირანის პრეზიდენტს მოჰამედ ხათამის.
- 5 იანვარი — ამოქმედდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი.
- 11 იანვარი — თბილისში გაფორმდა შეთანხმება საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების შესახებ რუსეთიდან ამიერკავკასიის მიმართულებით, კავკაზი-ფოთის მარშრუტზე.
- 12 იანვარი — სოხუმში გაიმართა ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები". ამომრჩეველთა 91% მიიღო სერგეი ბაღაფშისა (პრეზიდენტი) და რაულ ხაჯიმბას (ვიცე-პრეზიდენტი) ტანდემმა.
- 14 იანვარი — თბილისში გაიხსნა ნატოს წარმომადგენლობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
- 17 იანვარი
- რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელებას საქართველო-რუსეთის საზღვარზე (დაღესტან-ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთი).
- ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა ანატოლი იაროვოი, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მორდვეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
- 18 იანვარი — კოდორის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "კავკასიონზე" განხორციელდა დივერსიული აქტი, რის შედეგადაც საქართველოს დიდი ნაწილი ელექტრობის გარეშე დარჩა.
- 19 იანვარი — აფხაზეთის გავლით რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა კუბის მოქალაქე რაფაელ სანჩესი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებისგან დევნილის სტატუსი, ან მესამე, ესპანურენოვან ქვეყანაში გამგზავრებაში ხელშეწყობა ითხოვა.
- 20 იანვარი — ცხინვალის რეგიონში ოსმა სეპარატისტებმა სოფელ ერედვის საგუშაგოდან 2 ქართველი პოლიციელი მოტყუებით გაიტაცეს.
- 21 იანვარი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებაში ბრალდებულ შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილს თავისუფლების 22 წლით აღკვეთა მიესაჯა. ჭიჭიაშვილი დამნაშავედ სცნეს ადამიანთა გატაცებაში, მკვლელობაში, შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნასა და სხვა დანაშაულებში.
- 25 იანვარი
- საქართველოს დელეგაციამ პრეზიდენტის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში დავოსში.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარების კონცეფცია.
- 26 იანვარი — საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს ასამბლეის სხდომაზე და კონფლიქტების მოწესრიგების სამშვიდობო ინიციატივა წარადგინა.
უცხოეთი
ვიკიპედიის სიახლენი
- 15 იანვარი — ვიკიპედიის პროექტს 4 წელი შეუსრულდა. 2001 წლის 15 იანვარს დაფუძნდა ინგლისური ვიკიპედია.