თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2014 — რიგით პირველი საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში. გაიმართა 2014 წლის 10 აგვისტოს.[1] 2007 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმისა და 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით საპრეზიდენტო ხელისუფლება ძლიერდება. ეს პირველი არჩევნები იყო, როცა პრეზიდენტი უშუალოდ ხალხმა აირჩია. აქამდე არსებული კანონით, პრეზიდენტი 7 წლის ვადით და მხოლოდ ერთხელ აირჩეოდა, ახალი კანონმდებლობით კი დადგენილია ორი შესაძლებელი ხუთწლიანი ვადა.
სქოლიო