თორნიკე ჭოველიძე (დ. 10 აპრილი, 1995, ბათუმი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო, ძიუდო), ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი (2013, 60 კგ) და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 65 კგ). ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი (2014, 68 კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2015, 68 კგ). ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2015, 68 კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2014, 68 კგ). ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (2019, ხიხონი, ესპანეთი, 62 კგ).