თომა ჩაგელიშვილი (დ. 9 მაისი, 1972)[1] — ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის, „საქართველოს უახლესი ისტორიის“ ავტორი. პროექტი რუსთავი 2-ზე 2001 წლის იანვრიდან დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. სულ გადაღებულია 24 დოკუმენტური ფილმი, საქართველოს ისტორიის ცალკეულ, მაგრამ მნიშვნელოვან მოვლენებზე: „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“, „70-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობასთან ბრძოლა“, „თბილისის ომი 1991–1992 წლები“, „პირველი პრეზიდენტის — ზვიად გამსახურდიას სიკვდილი“ და სხვა.[2] 2010 წელს ფონდ „ინტერნიუსთან“ თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური სერიალი „ევროპის მეზობლები“. 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდიის „თი-სტუდია“ დამფუძნებელი.[3]
სქოლიო