თომა ავთანდილის ძე ბარათაშვილი — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.
1724 წელს თავის ძმასთან, ცნობილ პოეტთან მამუკა ბარათაშვილთან ერთად რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში. 1740-იან წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის დიპლომატ-კურიერი იყო. ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობიდან ცნობილია რამდენიმე ლექსი, რომლებშიც უცხოეთში გადახვეწილი ადამიანის სევდაა გამოხატული. დავით გურამიშვილი ბარათაშვილს დასესხებია ერთ სასიმღერო კილოს („ხმას“) და ლექსიც მიუძღვნია მისთვის.
ლიტერატურა
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966