თეოდორიხ დიდი (გოთ. 𐌸𐌹𐌿𐌳𐌰𐍂𐌴𐌹𐌺𐍃 𐍃𐌰 𐌼𐌹𐌺𐌹𐌻𐌰/Þiudareiks sa Mikila, ლათ. Flavius Theodericus (Theodoricus), ბერძ. Θευδέριχος (Θεοδώριχος) ὁ Μέγας, ძვ. ინგლ. Þēodrīc, გერმ. Theoderich der Große, ძვ.-სკანდ. Þjóðrekr, Þiðrek; დ. 451, პანონია — გ. 30 აგვისტო, 526) — ოსტგუთების მეფე ამალების საგვარეულოდან.
ბიოგრაფია
489 წელს შეიჭრა იტალიაში, ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა ოდოაკრი. 493 წლისთვის დაიპყრო მთელი აპენინის ნახევარკუნძული და სიცილია, ალპისწინარე რაიონები და დალმაცია. დააარსა ოსტგუთების სამეფო და 493 წლიდან 526 წლამდე მართავდა მას დედაქალაქ რავენიდან. მისი მმართველობის დროს ოსტგუთებმა დაიმორჩილეს დიდი ტერიტორია, ხოლო მმართველობაში შეინარჩუნეს რომაული ინსტიტუტები. 512 წელს თეოდორიხმა გამოსცა ედიქტი, რომელსაც საფუძვლად დაედო რომაული სამართალი. ედიქტი აკანონბდა მონობასს, იცავდა მსხვილ მიწათმფლობელობას. თეოდორიხის დროს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებამ ხელი შეუწყო მიწათმოქმედების, ვაჭრობის, ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში