|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაძე.
|
თანგიზ გიორგის ძე გოგოლაძე (დ. 9 აგვისტო, 1926, ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 19 დეკემბერი, 1996, თბილისი) — ქართველი მწერალი. პირველი მოთხრობა „გარიყულას განთიადი“ გამოაქვეყნა 1949 წელს ცალკე წიგნად. მას ეკუთვნის მოთხრობების კრებულები „კარგი დღე“, „ჩვენს ქუჩაზე“, „მოთხრობები“, „მარადიული წყაროს სიმღერა“; რომანები „ნიაღვარი“, „კაცი კაცითა“, „ჟამი ჩვენი“, წერილები და ნარკვევები, რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბერძენი მწერლების თხზულებათა თარგმანები და სხვა. თენგიზ გოგოლაძის თხზულებანი თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩინურ, პოლონურ ენებზე.
ლიტერატურა