თენგიზ ბანძელაძე (დ. 1939, თბილისი — გ. 2018) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.
ბიოგრაფია
1964 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით. 1959-1961 წლებში მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიში.
1961-1967 წლებში — ულიანოვსკის მართვის გამოთვლითი მანქანების ქარხანაში რიგითი ინჟინრიდან უფროსი ინჟინრის თანამდებობამდე.
1967-1968 წლებში — თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიში, ლაბორატორიისა და შემდგომ განყოფილების გამგედ.
1968 წლიდან — ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა ირანის ქალაქ ახავაზში, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც თავი გამოიჩინა როგორც სანიმუშო ორგანიზატორმა. ის უშუალოდ მონაწილეობდა ატომური სადგურის ტექნოლოგიური პროცესის მართვის სისტემების გამოთვლითი მანქანების გაწყობა-გამართვის სამუშაოებში. იგი იყო მრავალი გამოგონებისა და რაციონალური წინადადების ავტორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და სიგელებით.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები / დავით გურგენიძე. — თბ., 2020 გვ. 161