თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური

თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
შეიქმნა 22 თებერვალი, 2018
სტატუსი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული
ტიპი საჯარო
მიზანი ქ. თბილისში ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.
მდებარეობა ჟ. შარტავას №7
ემსახურება რეგიონს თბილისი
სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე
კურატორი ილია ელოშვილი (მერის მოადგილე)
ბიუჯეტი ?
შტატი 31
შტატი 31

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურითბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) 2018-2020 წწ, რომლის დანიშნულება იყო უზრუნველეყო თბილისის მდგრადი და თანაბარი ურბანული განვითარება, ინტეგრირებული, ინკლუზიური და უსაფრთხო საქალაქო გარემოს ფორმირება. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენდა თბილისის მერიას და შესაბამისად, ანგარიშვალდებული იყო თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.[1]

სამსახურის უფროსი იყო თბილისის მთავრობის წევრი და პასუხისმგებელი და უფლებამოსილებას იხსნიდა თბილისის მერის წინაშე. სამსახურის უფროსს ჰყავდა სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავდა და თანამდებობებიდან ათავისუფლებდა თბილისის მერი. სამსახურის დაფინანსება ხორციელდებოდა თბილისის ბიუჯეტის სახსრებით. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენდა თბილისის საკუთრებას.[2]

ისტორია

სამსახური შეიქმნა 2018 წლის 16 იანვარს, თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან გამოყოფილი ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის საფუძველზე. 2019 წლის პირველ მეოთხედში სამსახურში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. შედეგად შეიცვალა განყოფილებები, ხოლო რამდენიმე ფუქნცია გადაეცა ქონების მართვის სააგენტოს.

2020 წლის 1 მარტიდან სამსახური გაუქმდა [3] და მისი ფუნქციები გადაიბარა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურმა.[4]

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

სამსახური ამჟამად შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:[5]

  • განაშენიანების რეგულირების გეგმების მართვის განყოფილება;
  • სპეციალური (ზონალური) შეთანხმების განყოფილება;
  • ურბანული პოლიტიკის და დაგეგმარების განყოფილება.

2018-2019

სამსახური შექმნის მომენტში შედგებოდა შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

  • ურბანული პოლიტიკის განსაზღვრისა და კვლევის განყოფილება;
  • ურბანული მართვის განყოფილება;
  • ურბანული დაგეგმარების და განახლების განყოფილება.

თითოეული განყოფილება, მინიჭებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს მომსახურების მიწოდებას შემდეგი მიმართულებებით:[6]

  • ურბანული პოლიტიკის განსაზღვრისა და კვლევის განყოფილების ფუნქციებია:
  1. მდგრადი ურბანული განვითარების მუნიციპალური პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  2. სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე ტერიტორიების განვითარებისა და განახლების პროგრამების ფინანსური მოდელების შემუშავებაში მონაწილეობა, მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და იურიდიულ პირებთან ერთად;
  3. კომპეტენციის ფარგლებში კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა, მათ შორის მოქმედი საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  4. სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ასევე შიდა სამსახურებრივი სტანდარტების შექმნა და მოწესრიგება;

  • ურბანული მართვის განყოფილების ფუნქციებია:
  1. მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი, და აქედან გამომდინარე:
    1. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე მერიისა და საკრებულოსთვის გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება;
    2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
    3. თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების ან სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიისთვის დასკვნების ან/და რეკომენდაციების მომზადება;
    4. თბილისის მერთან არსებული „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის“ დასკვნების ან/და რეკომენდაციების მომზადება;
    5. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადება/დადგენა;
    6. მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებასთან/დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა.

  • ურბანული დაგეგმარების და განახლების განყოფილების ფუნქციებია:
  1. დაგეგმარებითი საქმინაობის წარმოება, აგრეთვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესის მართვა და მისი შემდგომი განხრციელების უზრუნვეყოფა;
  2. ცალკეული ტერიტორიების განვითარების კონცეფციების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  3. ქალაქთმშენებლობითი ნორმებისა და სტანდარტების სისტემატიზაცია და იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
  4. ურბანული დიზაინის ცალკეული პროექტების მომზადება.

განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ასევე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დებულება: მუხლი 1. ზოგადი დებულებები.
  2. დებულება: მუხლი 3. სამსახურის უფროსი.
  3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №42-33 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-5. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-16. ციტირების თარიღი: 2020-02-16.
  4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-2. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2020).[მკვდარი ბმული]
  5. დებულება: მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები.
  6. დებულება: მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები.
  7. სამსახურს ოფიციალური ვებ საიტი არ გააჩნია

Read other articles:

Artikel ini memiliki beberapa masalah. Tolong bantu memperbaikinya atau diskusikan masalah-masalah ini di halaman pembicaraannya. (Pelajari bagaimana dan kapan saat yang tepat untuk menghapus templat pesan ini) Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: Yukngaji – berita...

 

Val de Loire Le Val de Loire au niveau du méandre de Bou. Pays France Région française Centre-Val de LoirePays de la Loire Département français Loiret, Loir-et-Cher, Indre-et-Loire, Maine-et-Loire Villes principales Orléans, Blois, Tours et Angers Coordonnées 47° 12′ 59″ nord, 0° 03′ 44″ est Production vin, électricité, maraîchage Le Val de Loire. modifier  Le Val de Loire est une région naturelle française correspondant à la partie d...

 

Imperium Kolonial italiaImpero coloniale italiano1882–1947/1960 Bendera Lambang Semboyan: FERTLagu kebangsaan: Marcia Reale d'OrdinanzaRoyal March of Ordinance¹Territori dan koloni Italia pada tahun 1941.   Kerajaan Italia   Koloni dan posisi Italia   Daerah pendudukan Italia dan protektoratnya. StatusImperium KolonialIbu kotaTurin(1861–64)Florence(1864–71)Roma(1871–1943, 1945–46)Brindisi(1943–45)Bahasa yang umum digunakanItaliaAgama G...

Javaugues Vue de Javaugues. Administration Pays France Région Auvergne-Rhône-Alpes Département Haute-Loire Arrondissement Brioude Intercommunalité Communauté de communes Brioude Sud Auvergne Maire Mandat Bernard Beaudon 2020-2026 Code postal 43100 Code commune 43105 Démographie Populationmunicipale 178 hab. (2021 ) Densité 26 hab./km2 Géographie Coordonnées 45° 17′ 23″ nord, 3° 28′ 54″ est Altitude Min. 459 mMax. 798 m Supe...

 

Boîte en bois et en plomb pour le transport d'échantillons de radium. Début du XXe siècle, Musée Curie. Assemblage de briques de plomb protégeant l'environnement du rayonnement émis par une source radioactive Conteneur en plomb pour le transport des seringues de technétium 99m en service de médecine nucléaire au XXIe siècle La radioprotection est, en mécanique quantique ou physique atomique et nucléaire, l'ensemble des mesures prises pour assurer la protection de l'homm...

 

Chinese TV series or program Shanghai BundAlso known asNew BundGenrePeriod dramaActionRomanceWritten byXu BingWang WanpingOuyang QinshuWu RanDirected byGao XixiStarringHuang XiaomingSun LiLi XuejianHuang HaiboChen ShuSha YiTheme music composerJoseph KooDing WeiOpening themeNew Bund by Frances YipEnding themeEven If There's No Tomorrow by Huang Xiaoming & Sun LiCountry of originChinaOriginal languageMandarinNo. of episodes42ProductionExecutive producerLi MiProduction locationChinaRunning ...

Airbase located south-east of the city of Latakia in Hmeimim, Latakia Governorate, Syria Hmeymim Air Base(Latakia Air Base)Авиабаза «Хмеймим»قَاعِدَةُ حُمَيْمِيمِ الْجَوِّيَّةِBassel Al-Assad International AirportNear Latakia in  SyriaA Russian Su-24 bomber at Khmeimim airbase, SyriaKhmeimim Air BasePosition in SyriaCoordinates35°24′42″N 35°56′42″E / 35.41167°N 35.94500°E / 35.41167; 35.94500Site inform...

 

Town in Hertfordshire, England Human settlement in EnglandHarpendenChurch Green in Harpenden town centre in springHarpendenLocation within HertfordshireArea4.93 sq mi (12.8 km2)Population31,128 (2021: parish)30,674 (2021: built-up area)[1]• Density6,314/sq mi (2,438/km2)OS grid referenceTL135145Civil parishHarpenden Town[2]DistrictSt AlbansShire countyHertfordshireRegionEastCountryEnglandSovereign stateUnited KingdomPost town...

 

Art movement You can help expand this article with text translated from the corresponding article in Italian. (January 2023) Click [show] for important translation instructions. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting machine-translated text into the English Wikipedia. Consider adding a topic to this templa...

For other uses, see Arbitration committee. For the main page of the English Wikipedia's Arbitration Committee, see Wikipedia:Arbitration Committee. Dispute resolution panel of editors on several Wikimedia Foundation projects Arbitration CommitteeScreenshot of the English Wikipedia Arbitration Committee main page in 2021AbbreviationArbcomFormationDecember 4, 2003 (2003-12-04)[1]Membership 15 as of January 1, 2024[update]Websiteen.wikipedia.org/wiki/Wikip...

 

American journalism school Missouri School of JournalismTypePublicEstablished1908 (1908)FounderWalter WilliamsParent institutionUniversity of MissouriDeanDavid KurpiusAcademic staff80+Students2,250+Undergraduates2,000Postgraduates250LocationColumbia, Missouri, U.S.38°56′53″N 92°19′42″W / 38.94809°N 92.32821°W / 38.94809; -92.32821Websitejournalism.missouri.edu The Missouri School of Journalism housed under University of Missouri[1] in Columbia ...

 

Islamic State leader from 2022 to 2023 Amir al-Mu'mininAbu al-Hussein al-Husseini al-Qurashiأبو الحسين الحسيني القرشيCaligraphic representation of Abu Al-Hussein Al-Husseini in a video of Islamic State media.4th Caliph of the Islamic StateIn office30 November 2022 – 29 April 2023Preceded byAbu al-Hasan al-Hashimi al-QurashiSucceeded byAbu Hafs al-Hashimi al-Qurashi[1] Personal detailsBornUnknown dateDied29 April 2023Idlib Governorate, SyriaMilitary car...

Passerine species of bird native to the Chatham Islands For the Turdus thrush of Central America, see Black thrush. Black robin Conservation status Vulnerable  (IUCN 3.1)[1] Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Aves Order: Passeriformes Infraorder: Passerides Family: Petroicidae Genus: Petroica Species: P. traversi Binomial name Petroica traversi(Buller, 1872) Synonyms Miro traversi The black robin or Chatham Island robin (Mor...

 

Il territorio dell'Azerbaigian avvolto dai colori della bandiera arcobaleno. Le persone lesbiche, gay, bisessuali e transgender (LGBT) in Azerbaigian possono affrontare sfide legali non sperimentate dai residenti eterosessuali. Con l'entrata in vigore del nuovo codice penale in Azerbaigian, il 1º settembre 2000, l'attività sessuale tra persone dello stesso sesso maschile è stata depenalizzata ufficialmente[1]. Dopo più di 20 anni le coppie dello stesso sesso non sono ancora assimi...

 

  ميّز عن ثورة 26 سبتمبر اليمنية والحرب الأهلية اليمنية (1994) والحراك الجنوبي. حرب 1986 حرب جنوب اليمن الأهلية خارطة للمحافظات المكونة لجمهورية اليمن الديمقراطية الشعبية بالأحمر. معلومات عامة التاريخ 13 – 24 يناير 1986(1 أسبوع، و4 أيام) الموقع اليمن الجنوبي النتيجة هزيمة ...

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (أغسطس 2018) مؤسسة سعيد المسحال للثقافة والعلوم البلد دولة فلسطين  المقر الرئيسي غزة،  فلسطين تاريخ التأسيس 1996 النوع مؤسسة ثقافية تعديل مصدري - تعديل   مؤسسة سعيد ...

 

American baseball player (born 1981) Baseball player Dirk HayhurstHayhurst as a member of the San Diego Padres.PitcherBorn: (1981-03-24) March 24, 1981 (age 43)Canton, Ohio, U.S.Batted: LeftThrew: RightMLB debutAugust 23, 2008, for the San Diego PadresLast MLB appearanceOctober 2, 2009, for the Toronto Blue JaysMLB statisticsWin–loss record0–2Earned run average5.72Strikeouts27 Teams San Diego Padres (2008) Toronto Blue Jays (2009) Dirk Von Hayhurst (born...

 

راؤول ألبيول (بالإسبانية: Raúl Albiol)‏ ألبيول مع إسبانيا عام 2019 معلومات شخصية الاسم الكامل راؤول ألبيول تورتاخادا[1] الميلاد 4 سبتمبر 1985 (العمر 38 سنة)[2]فالنسيا، إسبانيا الطول 1.90 م (6 قدم 3 بوصة)[3] مركز اللعب مدافع الجنسية إسباني أخوة وأخوات ميغيل البيول تورتا�...

Ministry of Entrepreneurship and TechnologyMinisterstwo Przedsiębiorczości i TechnologiiOfficial governmental wall plaqueMinisterial LogotypeAgency overviewFormed9 January 2018Preceding agencyMinistry of DevelopmentJurisdictionPolandHeadquartersWarsawParent agencyCouncil of MinistersWebsitewww.gov.plMinistry of Entrepreneurship and Technology is a Polish government administration office.[1] The Ministry was established on 12 January 2018 (with effect from 9 January 2018) after separ...

 

Spanish footballer In this Spanish name, the first or paternal surname is Satrústegui and the second or maternal family name is Azpiroz. Jesús María Satrústegui Satrústegui in 1981Personal informationFull name Jesús María Satrústegui AzpirozDate of birth (1954-02-12) 12 February 1954 (age 70)Place of birth Pamplona, SpainHeight 1.83 m (6 ft 0 in)Position(s) StrikerYouth career CD PamplonaSenior career*Years Team Apps (Gls)1971–1973 San Sebastián 1973–1...