თამარი — ქართლის დედოფალი, მეფე დავით X-ის მეუღლე, ლუარსაბ I-ის დედა. 1554 წელს ქართლის სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ატენის ციხეში თავშეფარებული თამარი დაატყვევა ირანის შაჰმა თამაზ I-მა და სხვა 30 ათას ტყვესთან ერთად სპარსეთში გაგზავნა. ტყვეობასა და სამარცხვინო სიცოცხლეს თამარმა სიკვდილი ამჯობინა და გზაში თავი მოიწამლა. ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარს ხშირად ნესტან-დარეჯანს უწოდებდნენ. ბოლო დროს უპირატესობა თამარს ეძლევა.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014. — გვ. 461.
- საითიძე გ., ნინიძე დ., ლუარსაბ I-ის დედის ვინაობის საკითხისათვის, {არტანუჯი}, 1995, №4
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982