თამაზ აკაკის ძე ექვთიმიშვილი (დ. 12 იანვარი, 1956, თბილისი, — გ. 28 ივლისი, 2015) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიის ფაკულტეტი (1977). მუშაობდა ქიმიის ინსტიტუტში. პირველი მოთხრობა „ამპუტაცია“ გამოაქვეყნა 1985 წელს, პირველი კრებული „ჟირაფები ზამთარში“ — 1995 წელს. ავტორია მოთხრობათა კრებულისა „მოწმე“ (1999), რომანისა „აქ, იმ ქალაქში“ (2010), ნოველებისა [მ.შ. „ერთხელ დავკალი მამალი“, შესულია კრებულში „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ (2004)] და პიესებისა. 2011 წელს პიესისათვის „პუანტები“ (2009) მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში