ზურაბ ხურცია (დ. 29 ივლისი, 1960 – გ. 18 თებერვალი, 2014, კიევი) — ევრომაიდანის აქტივისტი. ევრომაიდანის გმირი. ზეციური ასი გმირის ორდენის კავალერი. ერთ-ერთი იმ სამ უცხოელს შორის, რომელმაც ეს უკრაინული მედალი მიიღო.
ბიოგრაფია
იყო საქართველოს მოქალაქე. დაბადებული გაგრაში. უკრაინაში ცხოვრობდა კროპივნიცკისა და კიევში.
ევრომაიდანზე
მაიდნის თავდაცვის ასეულის წევრი დიმიტრი სტეპანენკო ზურაბ ხურციას ღირსეულ ადამიანს უწოდებს. სტეპანენკომ განაცხადა
|
„მან ყველა მორიგეობა, ყველა დაპირისპირება და ბატალიები ჩვენთან ერთად გაიარა და ბოლომდე იდგა – თავისუფალი და ამაყი. მისი სახელი ყველასთვის ძვირფასი იქნება მუდამ: მათთვისაც, ვის გვერდითაც ის იდგა და მათთვისაც, ვინც მისი სახელი მხოლოდ „ზეციური ასეულის“ სიაში ამოიკითხა“
|
|
|
. [1] ხურცია დაიღუპა 2014 წლის 18 თებერვალს. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ამის მიზეზი გულის შეტევა გახდა. [2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო