ზურაბ ჩილინგარაშვილი (დ. 5 იანვარი, 1965, გორი[1]) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1965 წლის 5 იანვარს. დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ადიგენის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო