ზილჩის სერი — სერი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარე ალაზნის ხეობას გამოყოფს შირაქის ვაკისაგან. უმაღლესი ადგილია მთა ზილჩა (846 მ). აგებულია მესამეულის კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. სერის აღმოსავლეთი კალთა დაღარულია მშრალი ხევებით და ციცაბოდ ეშვება ალაზნისკენ, სამხრეთი კი თანდათან გადადის ჯეირანთველის ტაფობში. რელიეფისათვის დამახასიათებელია ბედლენდები და ეოლური ფორმები. სერზე აქა-იქ ნათელი ტყეებია, უმეტესად ღვიანები.[2]
სქოლიო