ხიდი მოქცეულია სამანქანო ხიდის ქვეშ. ბოლო დრომდე ის სრულად იყო მოღწეული, მაგრამ მდინარის დინამიკური და ხიდის სტატიკური დატვირთვებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ხიდი მცირე ზომისაა. მალის ზომაა 1,80 მ, ისარი — 0,90 მ. ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე — 2,10 მ, ბურჯის სიმაღლე — 1,20 მ, სიგანე — 1,45 მ. რადიალურად დაწყობილი თაღის ქვების სიგანე 30 სმ-ია. თაღზე გაყოლებული ჰორიზონტალური ქვების წყობისა 0,8-0,10 მ-ია. ლავგარდნის გამოწევა 4-5 სმ, ხიდის სიგანე — 1,35 მ.
ლიტერატურა
ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41