ზეთის პალმა (Elaeis guineensis) — მცენარე პალმების ოჯახისა. აქვს 20-30 მ-მდე სიმაღლის ღერო და 6-7 მ-მდე სიგრძის ფრთისებრი ფოთლები.
ერთსახლიანი მცენარეა, ყვავილობს მე-4 მე-5 წელს. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად. თითო ყვავილედი შედგება 600-800 ბუტკოიანი ყვავილისაგან და ნაყოფის მომწიფებისას იგი 25-50 კგ იწონის. კურკიანა ნაყოფი ქლიავის ოდენაა, რბილობი 70%-მდე პალმის ზეთს შეიცავს, თესლი — 26%-მდე საჭმელ ზეთს, რომელსაც მარგარინის წარმოებაშიც იყენებენ.
ველურად იზრდება ეკვატორული აფრიკის დასავლეთ ნაწილში. კულტივირებულია ყველგან ტროპიკებში, უფრო კი ტროპიკულ აფრიკაში.
ლიტერატურა