ზედა თმოგვი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
არქიტექტურა
ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII–IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027–1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.
ზედა თმოგვის ეპიგრაფიკა
ნოშას წარწერა ტაძრის სამხრეთის ფასადზე (XI საუკუნე)
|
„ქრისტე, შეიწყალე სული ნოშასი, ესე კუთხი მისია.“
|
|
|
ანტონის წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (XI საუკუნე)
|
„ქრისტე, შეიწყალე სული ანტონისი.“
|
|
|
ლიტერატურა
სქოლიო