ვლადიმირ ალექსანდროვიჩ შეიკო (დ. 11 იანვარი, 1962, ხარკივი) ― უკრაინელი დირიჟორი, არტ-დირექტორი და უკრაინული რადიოს საპატიო აკადემიური სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, უკრაინის სახალხო არტისტი (2015), უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2019).
განათლება
ვლადიმირ შეიკო 1962 წლის 11 იანვარს ხარკივში დაიბადა. 1981 წელს პოლტავის მიკოლა ლისენკოს სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა როგორც პიანისტმა და მუსიკის თეორეტიკოსმა. 1988 წელს კიევის კონსერვატორია „საოპერო-სიმფონიური სადირიჟორო“ (პროფესორი სტეფან ტურჩაკი) და „ქოროს სადირიჟორო“ (პროფესორი ლევ ვენედიქტოვი) განხრით დაამთავრა. 1989-1991 წლებში მოსკოვის დიდ თეატრში სტაჟირებას გადიოდა (ხელმძღვანელი ფუატ მანსუროვი).
ჯილდოები და წოდებები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო