ვიქტორია ეუხენია ვილიარუელი (ესპ. Victoria Eugenia Villarruel; დ. 13 აპრილი, 1975, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი პოლიტიკოსი, იურისტი და მწერალი. არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი 2023 წლის 10 დეკემბრიდან.
ბიოგრაფია
ვიქტორია ვილიარუელი დაიბადა 1975 წლის 13 აპრილს.[1] მისი ბაბუა იყო ისტორიკოსი, რომელიც მუშაობდა არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალებში. მისი მამა არგენტინის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო.[2] 2008 წელს მან გაიარა უწყებათაშორისი კოორდინაციისა და ტერორიზმთან ბრძოლის კურსი უილიამ პერის ნახევარსფეროს თავდაცვის კვლევების ცენტრში,[3] აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაწესებულებაში, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში.[4]
2023 წელს ხავიერ მილეისთან ერთად მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად.[5][6]
გარდა მშობლიური ესპანურისა ვილარუელი ასევე საუბრობს ინგლისურ და იაპონურ ენაზე.[7]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო