ვიტორიო ამადეო III მარია
ვიტორიო ამადეო III მარია (იტალ. : Vittorio Amadeo III Maria) (დ. 26 ივნისი , 1726 , ტურინი — გ. 16 ოქტომბერი , 1796 , მონჩალერი ) — სარდინიის მეფე, სალუცოს და მონფერატოს მარკიზი, აოსტას , მორიანას და ნიცას გრაფი, პიემონტის პრინჩიპე (თავადი) და სავოიის ჰერცოგი 1773 -1796 წლებში.
ბიოგრაფია
ვიტორიო ამადეო პიემონტ-სარდინიის მეფის კარლო ემანუელე III -ის და მისი მეუღლის, პოლიქსენე ფონ ჰესენ-რაინფელს-როტენბურგის უფროსი ვაჟი იყო. 1773 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სარდინიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა.
1750 წლის 31 მაისს მან ქალაქ ულში იქორწინა ესპანეთის პრინცესა მარია ანტონიაზე , რომელთანაც შეეძინა შვილები:
კარლო ემანუელე IV (1751 - გ. 1819 ), სარდინიის მეფე
კარლოტა იზაბელა (დ. 1752 - გ. 1755 ),
ლუიზა მარია ჯუზეპა (დ. 1753 - გ. 1810 ), საფრანგეთის დედოფალი, ლუი XVIII -ის მეუღლე
ამადეო ალესანდრო (დ. 1754 - გ. 1755 ), მონფერატოს ჰერცოგი
მარია ტერეზია (დ. 1756 - გ. 1805 ), საფრანგეთის დედოფალი, შარლ X -ის მეუღლე
მარია ანა (დ. 1757 - გ. 1824 ), ჰერცოგინია დე შაბლე
ვიტორიო ემანუელე I (დ. 1759 - გ. 1824 ), სარდინიის მეფე
მარია ფერდინანდა (დ. 1760 - გ. 1768 ),
მაურიცო ჯუზეპე (დ. 1762 - გ. 1799 ), მონფერატოს ჰერცოგი
მარია კაროლინა (დ. 1765 - გ. 1831 ), საქსონიის დედოფალი
კარლო ფელიჩე I (დ. 1765 - გ. 1831 ), სარდინიის მეფე
ჯუზეპე ბენედეტო (დ. 1766 - გ. 1802 ), ჰერცოგი დე მორიენი
იხილეთ აგრეთვე