ვილჰელმ ლაიბლი

ვილჰელმ ლაიბლი
Wilhelm Leibl
სრული სახელი ვილჰელმ მარია ჰუბერტუს ლაიბლი
დაიბადა 23 ოქტომბერი, 1844
დაბადების ადგილი კიოლნი
გარდაიცვალა 4 დეკემბერი, 1900 (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვიურცბურგი
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანელი
სფერო ხელოვნებისა
ჟანრი პორტრეტი
ცნობილი ნამუშევრები „მოხუცი ბატონი პალენბერგი“
„სამი ქალი ეკლესიაში“
„მრთველი“
ხელმოწერა

ვილჰელმ მარია ჰუბერტუს ლაიბლი (გერმ. Wilhelm Maria Hubertus Leibl; დ. 23 ოქტომბერი, 1844, კიოლნი, — გ. 4 დეკემბერი, 1900, ვიურცბურგი) — გერმანელი ფერმწერი. სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში (1864–1869). მიუნხენის რეალისტი მხატვრების ჯგუფის მოთავე. ქმნიდა უმთავრესად პორტრეტებსა და გლეხთა ცხოვრების ამსახველ ჟანრულ სურათებს. ლაიბლმა შემოქმედების დასაწყისში განიცადა ფრანგული რეალისტური ფერწერის გავლენა („მოხუცი ბატონი პალენბერგი“, 1871, ვალრაფ-რიხარცის მუზეუმი, კიოლნი). შემდგომში მხატვარმა მიმართა გერმანული აღორძინების ხელოვნების ტრადიციებს („სამი ქალი ეკლესიაში“, 1878–1882, კუნსტჰალე, ჰამბურგი). ლაიბლის ბოლო პერიოდის ტილოები ახლოა იმპრესიონიზმთან („მრთველი“, 1892, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში