ვექტორული ნამრავლიa და b ვექტორებისა არის ვექტორი, რომლის სიგრძე რიცხვობრივად ტოლია ამ ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის ფართობის. აღნიშნავენ ორგვარად: [a; b] ან a×b. ვექტორული ნამრავლის მიმართულება დამოკიდებულია i,j,k საკოორდინატო სისტემაზე. a ვექტორის b ვექტორისკენ უმოკლესი მობრუნება ჩანს იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც k ვექტორის ბოლოდან ჩანს i-დან j-სკენ.