ვენერა ქურქში (გერმ.Venus im Pelz) 一 ავსტრიელი მწერლის, ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის1870 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც ავტორის შემოქმედებაში ყველაზე სახელგანთქმულადაა აღიარებული. რომანი, ასევე, წარმოადგენს ავტორის დაუსრულებელი სერიის - კაენის მემკვიდრეობა (Das Vermächtniß Kains) - რიგით პირველ ნაწილს, რომელიც, არასრული სახით, 1870 წელს გამოიცა, თავად ეს სერია კი ონორე დე ბალზაკის ადამიანური კომედიით იყო შთაგონებული. [1]
ნაწარმოები ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა დომინატრიქსი და სადომაზოხიზმი, ხოლო ამ რომანის თემები და პერსონაჟები ზახერ-მაზოხის პირადი ცხოვრებიდანაა ინსპირირებული. ქალის დომინირებისა და სადომაზოხიზმის იდეები, ისევე, როგორც ვანდა ფონ დუნაევას პერსონაჟი (რომლის პროტოტიპსაც ფენი პისტორი, აგრეთვე, ავტორის თანამედროვე ქალი მწერალი წარმოადგენდა [2]), რაც შოკისმომგვრელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის, ნაწარმოების პოპულარობის საფუძვლად იქცა. ზემოხსენებული ფენი პისტორი კი ავტორს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან ფარულად, ბარონესა ბოგდანოვის სახელით, მაზოხთან დაკავშირება გადაწყვიტა, საკუთარი ნაწარმოების რედაქტირებასა და მის გამოცემასთან დაკავშირებით.[3]
სწორედ ამ ნაწარმოების წყალობით დაუმკვიდრდა მაზოხს სახელი, როგორც სულისჩამდგმელი ტერმინისა - მაზოხიზმი.