ვახტანგ ტატიშვილი (დ. 24 ნოემბერი, 1941, ბათუმი) — ქართველი მომღერალი და მსახიობი, ღირსების ორდენის კავალერი (1994), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011),[1] სსრკ-ის „საკავშირო კონკურსის“ ლაურეატი (1977).
ტატიშვილი დაიბადა 1941 წლის 24 ნოემბერს ბათუმში.
1963 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1963-1965 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა.[2] 1965-1968 წლებში იყო ანსამბლ „ტრიოს“ წევრი (მარეხი გოძიაშვილთან და ჯემალ ბაღაშვილთან ერთად). 1968 წლიდან ფილარმონიის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტია.
მონაწილეობა აქვს მიღებული კონცერტებში: „ივერია, სიყვარული და“ (1973), „უმცროსი და...“ (1977), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1984); „არგონავტები“ (1986) და სხვ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ლიტერატურა
- ვინ ვინ არის საქართველოში, გვ. 437, თბილისი, 2006 წელი, „პარაგრაფი“, ISBN 9994091506
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო