ვახტანგ მახალდიანი (დ. 21 იანვარი, 1911, მლეთა — გ. 4 დეკემბერი, 1982) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი. მეცნიერებათა კანდიდატი (1937), მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949)
ბიოგრაფია
1932 წელს დაამთავრა საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა — სატრაქტორო კურსების დამთავრების შემდეგ ამავე კურსების ინსტრუქტორი და მასწავლებელი (1927).
საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე (1938). იკვლევდა შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955)
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი.
ბიბლიოგრაფია
- ტრაქტორები და ავტომობილები : საავტოტრაქტორო ძრავების თეორია და გაანგარიშება (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1988, 407გვ.
- შიგაწვის ძრავების თეორია : სახელმძღვ. პოლიტექნ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1977, 439გვ.
- ექსპერიმენტული მასალის დამუშავება : შიგაწვის ძრავების მაგალითზე (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1965, 107გვ.
- სატრაქტორო და საავტომობილო ძრავები : [სახელმძღვ. სას.-სამ. ინ-ტის სოფლ. მეურნ. მექანიზაციის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1964. - 301გვ.
- გამოკვლევები საავტომობილო და სატრაქტორო ძრავების დარგში (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1961, 314გვ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, , 1983. — გვ. 516.
- ომგადახდილი მეცნიერები: საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე, თბ., 2000, გვ. 76.
რესურსები ინტერნეტში